საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

რეგიონული ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტს შოთი არველაძე დააფინანსებს

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია წლების განმავლობაში ატარებდა რეგიონული ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტს. პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ხდებოდა რეგიონული ბიბლიოთეკების წიგნის ფონდის შევსება და განახლება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს პროექტი შეჩერებული იყო, რადგან კულტურის სამინისტრომ შეაჩერა მისი დაფინანსება.

წელს პროექტი კვლავ დაბრუნდება და რეგიონულ ბიბლიოთეკებს ექნებათ შესაძლებლობა, შეავსონ და განაახლონ მათი წიგნადი ფონდი, შესთავაზონ თანამედროვე ლიტერატურა ადგილობრივ მკითხველებს.

მიმდინარე წელს, შოთი არველაძის მხარდაჭერით, 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა სრულად დაფინანსდება. 

გამომცემელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შოთი არველაძის ფონდის მხარდაჭერით, ვაუჩერიზაციის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები