საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

განხორციელებული პროექტები

საქართველოს ეროვნული სტენდი 2022 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

19-23 ოქტომბერს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით საქართველო ტრადიციულად წარსდგა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

 

პანდემიის შემდეგ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა სრულად დაუბრუნდა ტრადიციულ ფორმასა და მასშტაბებს. წლევანდელი ფოკურს ქვყანა ესპანეთი იყო. ბაზრობაზე განაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უკრაინას.

 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ტრადიციული ფორმით დაუბრუნდა საქართველოც. ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 20-მდე გამომცემლობის მრავალფეროვანი გამოცემები, ახალი თარგმანები, საგამომცემლო კატალოგები და რა თქმა უნდა, ლიტერატურული პროგრამა. 

 

საქართველოს ეროვნულ სტენდზე, ასევე, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო უკრაინის თემას. გამოიფინა უკრაინელი ილუსტრატორების მიერ ომის თემაზე შექმნილი ნამუშევრები, გაიმართა უკრაინელი და ქართველი პოეტების ლექსების გერმანულენოვანი კრებულის პრეზენტაცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად დაიწერა. 

 

სტენდზე იმართებოდა ბიზნეს შეხვედრები ქართველ და უცხოელ გამომცემლებს შორის. ეროვნული სტენდის სივრცეში მოწყობილ სცენაზე იმართებოდა ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებიც. 

 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თავს იყრის ათასობით გამომცემელი, მწერალი და ლიტერატურული აგენტი. ამყარებენ საქმიან კონტაქტებს, ყიდიან და ყიდულობენ საავტორო უფლებებს და თანხმდებიან სამომავლო მთარგმნელობით თანამშრომლობაზე. პანდემიის შემდეგ 2022 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა პირველად ტარდება შეზღუდვების გარეშე, სრული მასშტაბითა და ტრადიციული ფორმით.

 

საქართველო 2007 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით, სადაც ქართველი ავტორებისა და გამომცემლების მონაწილეობით უცხოენოვანი თარგმანების პოპულარიზაციისა და თარგმანის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება იმართება.

პარტნიორები