საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე

23 აპრილს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე „ახალ მზიურში" ორგანიზაცია „მზიანთან" თანამშრომლობით აღნიშნა. მოეწყო წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცზე მეტმა ქართველმა გამომცემელმა და გამავრცელებელმა ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოებას წიგნები განსაკუთრებული ფასდაკლებით შესთავაზა. 23 აპრილს მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, მოეწყო ახალი წიგნების პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის საბავშვო ღონისძიებები. წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის დასკვნითი ღონისძიება - „პოეზიის ღამე“ იყო, რომელიც ვაკის მედიათეკაში გაიმართა. ათმა თანამედროვე ქართველმა პოეტმა – დიანა ანფიმიადმა, პაატა შამუგიამ, კატო ჯავახიშვილმა, შოთა იათაშვილმა, ეკა ქევანიშვილმა, შალვა ბაკურაძემ, ნინო სადღობელაშვილმა, გიორგი არაბულმა, ნატო ინგოროყვამ და თორნიკე ჭელიძემ – საკუთარი ლექსები წაიკითხეს. 23 აპრილის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და უკვე მეცხრე წელია წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნებამონაწილე გამომცემლები და გამავრცელებლები:

 

✔ გამომცემლობა „დიოგენე“
✔ გამომცემლობა „ინტელექტი“
✔ გამომცემლობა „პალიტრა L“
✔ გამომცემლობა „სიესტა"
✔ „ელფის გამომცემლობა“
✔ გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
✔ გამომცემლობა „პედაგოგიკა“
✔ გამომცემლობა „არტანუჯი“
✔ სადისტრიბუციო კომპანია „ირინა დენეიკინა“
✔ სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“
✔ გამომცემლობა „წიგნი+ერი“
✔ „საქწიგნი“
✔ „ბუქ სითი“
✔ გამომცემლობა „მერიდიანი“
✔ გამომცემლობა „ოჩოპინტრე“
✔ გამომცემლობა „პეგასი“
✔ გამომცემლობა „შემოქმედი ანგელოზი“
✔ გამომცემლობა „აზრი“
✔ გამომცემლობა „არეტე“
✔ გამომცემლობა „კავკასია“
✔ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირი „ჰერა“
✔ ბუქკაფე

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
პარტნიორები