საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

რეგისტრაცია წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალისთვის "გრანელი"

 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2-3 ივლისს, წალენჯიხაში უკვე მეორედ გაიმართება ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“. პროექტი ხორციელდება წალენჯიხის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, წალენჯიხაში, გრანელის სახელობის პარკში გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა. გარდა ამისა, იგეგმება ლიტერატურული პროგრამა, საჯარო ლექციები, წიგნის პრეზენტაციები და სხვა.

 

ფესტივალში მონაწილე გამომცემლებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ერთი წარმომადგენლის დასწრება, ასევე უზრუნველყოფილი იქნება წიგნების ტრანსპორტირება და გამოფენა-გაყიდვისთვის საჭირო ინვენტარი.

 

თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ ფესტივალის გამოფენა-გაყიდვის ნაწილში, გთხოვთ 9 ივნისამდე დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე finance@gpba.ge

 

 

პარტნიორები