მიმდინარე პროექტები
წიგნის საახალწლო ფესტივალი
23-24 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი ორგანიზაციები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად ლიტერატურულ პროგრამაც დახვდებათ. გაიმართება ახალი გამოცემების პრეზენტაციები და დისკუსიები.
ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას.