საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულები ცნობილია!

14 დეკემბერს, საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადულის" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პრემიის ოთხ ნომინაციაში 50-მდე წიგნი იყო წარმოდგენილი, მოკლე სიაში კი 18 მათგანი მოხვდა. წარმოგიდგენთ გამარჯვებულებს:

საუკეთესო პროზაული წიგნი

ბებე, მაწანწალების უფლისწული - თამრი ფხაკაძე (გამომცემლობა პალიტრა L)

საუკეთესო პოეტური წიგნი

კარგად ყოფნის წესები - თუთა ჯგუშია (გამომცემლობა პალიტრა L)

საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი

ნახევარქათამა - ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა არტანუჯი)

საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი

ბახტრიონი - ნინო სადღობელაშვილი (გამომცემლობა არტანუჯი)

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: დიანა ანფიმიადი, თეა თოფურია, გოტა ჭანტურია, თაკო ბაქრაძე და ნინო ფსუტური.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ მესამედ გაიმართა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.

პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

პრემია „ნაკადული“, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში დაარსდა 2021 წელს.

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები