საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2016

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ 23-25 დეკემბერს, უკვე ტრადიციულად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გამართა!

სამი დღის განმავლობაში, წიგნის მოყვარულებისთვის უამრავი სიახლე და სიურპრიზი იყო  მომზადებული. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებულმა გამომცემლების უმრავლესობამ უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგინა ახალი თუ ძველი გამოცემები. მოეწყო ახალი წიგნების წარდგინებები და გაიმართა საჯარო ლექციები.

გარდა ამისა, ასოციაციამ ტრადიციულად იზრუნა პატარა დამთვალიერებლებზე, რომელთაც ფესტივალზე დახვდათ განახლებული საბავშო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.

 

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები