საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ოფიციალური განცხადება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ოფიციალური განცხადება წიგნის მაღაზიების ქსელ "ბიბლუსში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

მივესალმებით შრომის ბაზრის პროცესების აქტიურ განხილვას, რომელიც ბოლო ხანებში მასმედიასა და სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას საქართველოში არსებულ ნებისმიერ  ბიზნეს-სექტორში.

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც 8 წელია ასოციაციის აქტიური წევრია, ორგანიზაციაში დასაქმებულ 300 თანამშრომელთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში წიგნიერების ხელშეწყობისა და წიგნის  ხელმისაწვდომობის კუთხით. მისი მიზანმიმართული პოლიტიკა ემსახურება წიგნის სექტორის განვითარებას და ამ პროცესის მონაწილეების – ავტორების, გამომცემლების, მთარგმნელებისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მკითხველის ინტერესებს.

გამოვთქვამთ სურვილს, რომ მსგავს კონფლიქტურ სიტუაციაში საზოგადოებამ საშუალება მისცეს ყველა უფლებამოსილ მხარეს სრულად გამოხატოს საკუთარი პოზიცია და შეფასების დროს გაითვალისწინოს მათი არგუმენტები, რაც უზრუნველყოფს პრობლემის დროულად და სამართლიანად გადაწყვეტას.

 

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები