სიახლეები
საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე 2017
2017 წლის 14 მარტს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წარმოადგენა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეროვნული სტენდის მოწყობა მოხდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობითა და თანამშრომლობით.
წიგნის ბაზრობა ლონდონში საგამოფენო ცენტრ „ოლიმპიაში“ გაიხსნა და 16 მარტის ჩათვლით გასტანა.
მიმდინარე წელს ბაზრობა ლონდონში ორმოცდამეექვსედ გაიმართება და 124 ქვეყნის საგამომცემლო სექტორის 25 000-მდე პროფესიონალს უმასპინძლა. მონაწილეობის მიიღეს ასევე ქართულმა საგამომცემლო სახლებმა. საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართულ საგამომცემლო სახლებში სხვადასხვა დროს გამოცემული თანამედროვე და კლასიკური ქართული ლიტერატურა და ქართველი ავტორების უცხო ენებზე შესრულებული თარგმანები.
ლონდონის წიგნის ბაზრობა პირველად 1971 წელს ჩატარდა, ხოლო დღევანდელ სახელწოდებას 1977 წლიდან ატარებს. საერთაშორისო წიგნის ბაზრობებს შორის ლონდონის წიგნის ბაზრობას ინდივიდუალური ნიშა აქვს - მისი ცენტრალური თემა და ინტერესის საგანი საავტორო უფლებებია. ლონდონის წიგნის ბაზრობის პლატფორმა დიდწილად საგამომცემლო დარგის სპეციალისტებზეა გათვლილი - ხელს უწყობს საერთაშორისო დონეზე ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ავტორებისა და მათი წიგნების პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.