საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე

23 აპრილს თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნისა და საავტორო უფლებების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში მოეწყო წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცზე მეტი ქართველიმა გამომცემელმა და გამავრცელებელმა ამ დღესთან დაკავშირებით წიგნები განსაკუთრებული ფასდაკლებით შესთავაზეს მკითხველს. მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, ახალი წიგნების პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის საბავშვო ღონისძიებები.

საბავშვო ხელოვნების სკოლა-სტუდია „Art East"-ის მოსწავლეებმა კი წიგნის თემაზე ნამუშევრები შექმნეს შემდეგ კი იქვე მოაწყვეს ნახატების გამოფენაც.

წელს პირველად ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას შემოუერთდა გადაცემა „წიგნების თარო“, რომელმაც  მკითხველისთვის სპეციალური გათამაშება ჩაატარა და გამარჯვებულები პრიზებით დააჯილდოვა.

პარალელურად, მოეწყო კოსტიუმირებული ახალგაზრდების შეკრება ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლთან (ბარათაშვილის ხიდთან) და შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდიდან თსუ-ს პირველ კორპუსამდე. "იუნესკომ" ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი - დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ამ მნიშვნელოვან მოვლენას სიმბოლური მსვლელობით გამოეხმაურა. 

დღის დასკვნითი ღონისძიება კი, "პროზაული ღამე"  იყო, ათმა თანამედროვე ქართველმა პროზაიკოსმა წაიკითხეს ნაწყვეტებს საკუთარი წიგნებიდან, ისაუბრეს ლიტერატურისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

 

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები