საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმრები

თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი საპატიო სტუმრებს უმასპინძლა! 25 და 26 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ნორვეგიული ფონდი NORLA – Literature abroad-ის წარმომადგენელმა დინა როლ-ჰანსენმა და ოთხმა ნორვეგიელმა მწერალმა: როსკვა კორიცინსკიმ, სიგბიორნ მოსტუემ, სიმენ ეკერნიმ და ნილს ჰენრიკ სმითმა მკითხველებთან შეხვედრები გამართეს.

NORLA - 1978 წელს დაარსდა და ნორვეგიის კულტურის სამინისტროს მიერ ფინანსდება. ლიტერატურის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფონდია, რომელიც ნორვეგიული ლიტერატურის საერთაშორისო მასშტაბით თარგმნას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

NORLA-ს მთარგმნელობითი სუბსიდიები მიზნად ისახავს უცხოელი გამომცემლების მოზიდვას ნორვეგიული მხატვრული ტექსტებისა თუ დოკუმენტური პროზის სათარგმნად. 2004 წლიდან დღემდე NORLA-ს უშუალო მონაწილეობით 4250 ნორვეგიული წიგნი 65-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა, ერთი წლის შემდეგ კი ამ სტატუსს საქართველოსგან სწორედ ნორვეგია გადაიბარებს. მანამდე კი, მკითხველებს საშუალება ჰქონდათ ფესტივალის სპეციალურ სტუმრებს თბილისში შეხვედროდნენ, გაეცნოთ მათი ლიტერატურა და მოესმინათ პანელ-დისკუსიები, რომლებიც მათ ქართველ ავტორებთან ერთად გამართეს.

 

 

პარტნიორები