საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია 2017

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში უკვე ტრადიციულად ტარდება ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი!

12-13 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის N 7) ჩატარდა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს 66 ბიბლიოთეკას გადაეცა 450 ლარიანი ვაუჩერი. პროექტი, ოფიციალურად 12 ივნისს 12:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად გაიხსნა.

ბიბლიოთეკების ვაუჩერაზიაციის პროექტი გულისხმობს რეგიონალური ბიბლიოთეკების დაფინანსებას თბილისის წიგნის საერთშორისო ფესტივალისთვის. პროექტის ფარგლებში წიგნების შესყიდვას ბიბლიოთეკარები ახორციელებენ ვაუჩერების საშუალებით.  ბიბლიოთეკებს საშუალება ეძლევათ თავად გააკეთონ არჩევანი და შეიძინონ მათთვის სასურველი ლიტერატურა.

ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი უზრუნველყოფს, რომ ბიბლიოთეკარებისათვის პროექტის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ კატალოგში მაქსიმალურად სრულად იყოს წარმოდგენილი ქართული გამომცემლობების მიერ გამოცემული წიგნების ფართო არჩევანი.

პროექტის მიზანია, საქართველოს ბიბლიოთეკებმა ყოველწლიურად შეავსონ თავიანთი წიგნადი ფონდი გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს მაქსიმალურად მრავალფეროვანი და ამასთან თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ. პროექტი ასევე ხელს უწყობს, საგამომცემლო სექტორის განვითარებას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც თავის თავში მოიცავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასაც.

ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები