საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

წიგნის გამომცემლებისა და გამავრცელებლების საერთო კრება

2017 წლის 19 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ასოციაციის წევრი გამომცემლებისა და გამავრცელებლების ყოველწლიური საერთო კრება. კრებაზე ასოციაციის თავმჯდომარემ გვანცა ჯობავამ ასოციაციის მენეჯმენტთან ერთად წარმოადგინა 2016-2017 წლების ასოციაციის პოლიტიკის, პრიორიტეტებისა და მიღწევების პრეზენტაცია, მიმოიხილა განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები და ღონისძიებები. ასოციაციის წევრმა გამომცემლებმა დააყენეს საგამომცემლო სფეროს სხვადასხვა პრობლემატური საკითხი, იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე, გამოვიდნენ ახალი ინიციატივებით. კრების დასასრულს გაიმართა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამომცემელთა ბორდის ყოველწლიური არჩევნები. 

პარტნიორები