საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2017

22-24 დეკემბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, (გუდიაშვილის ქ. N 7) თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი ჩატარდა.

სამი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს ფესტივალზე უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდათ. სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლობების უმრავლესობამ უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგინა ახალი თუ ძველი გამოცემები. მოაწყეს ახალი წიგნების წარდგინებები, შეხვედრები ავტორებთან, გაიმართა საჯარო ლექციები. ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე, ასოციაციამ ტრადიციულად, გამოავლინა და დააჯილდოვა ბესტსელერები შემდეგ 5 ნომინაციაში:

1. 2017 წლის ბესტსელერი ქართველი ავტორი გახდა - გოდერძი ჩოხელის “პროზა, პოეზია, წერილები”

გამომცმელობას “პალიტრა L”

2. 2017 წლის ბესტსელერი, ქართულად თარგმნილი წიგნი გახდა - “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი”

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”

3. 2017 წლის საბავშო ბესტსელერი წიგნი გახდა - „წრიპა ბიჭის დღიური 3, ბოლო წვეთი”

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”

4. 2017 წლის ბესტსელერი Nონფიცტიონ წიგნი გახდა - “საქართველოს კულინარიული ატლასი”

გამომცემლობას “პალიტრა L”

5. წიგნის პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა დავით აბრამიშვილი.

გარდა ამისა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ტრადიციულად იზრუნა პატარა დამთვალიერებლებზე და საბავშო კუთხეში სპეციალური საახალწლო-გასართობი პროგრამა წარადგინა. თოვლის ბაბუა, სახეზე ხატვა, შოუ-ვიქტორინა და სხვა უამრავი გასართობი ღონისძიება. 

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. აჩუქეთ ახალ წელს წიგნი მეგობარს! შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით! 

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და პრეზიდენტის ფონდი.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან კომპანია “იკანო”, კომპანია ზედაზენი” და კომპანია “სანტე”.

პარტნიორები