საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საბავშვო და სახელოვნებო წიგნების მიღება

პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 - სტუმარი ქვეყანა - საქართველო“ საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციია აცხადებს  ქართული საბავშვო წიგნების მიღებას, რომელიც 2018 წლის 10დან 14 ოქტომბრის ჩათვლით  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ქართული საბავშვო წიგნების სტენდზე (Hall 3.0) გამოიფინება. მიიღება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოცემული ქართველი ავტორების მიერ დაწერილი წიგნები. 

კიდევ ერთი ეროვნული სტენდისთვის, რომელიც განთავსებულია დიზაინის და ხელოვნების სივრცეში ARTS+ (Hall 4.1), ცხადდება ხელოვნების და დიზაინის შესახებ შექმნილი წიგნების მიღება. ამ სტენდისთვის შეირჩევა როგორც ალბომები, ისე ილუსტრირებული გამოცემები, ფოტო-წიგნები, Art Book-ები და სხვა. მიიღება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოცემული ქართველი ავტორების მიერ შექმნილი წიგნები. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის შეირჩევა 100 სახელოვნებო და 50 საბავშვო წიგნი. შერჩეულ წიგნებზე ინფორმაცია გავრცელდება 2018 წლის მაისში.წიგნები, რომლებიც არ შეირჩევა, დაუბრუნდებათ შესაბამის პირებს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი გამოცემები მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 31 იანვრის 18:00 საათისა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაში (მაჩაბლის N13, მე-2 სართული).

2018 წლის გამოცემების მიღება დაიწყება 2018 წლის 15 აპრილს და დასრულდება 30 აპრილს.

საკონტაქტო პირები: მაშო სამადაშვილი 5 77 72 20 16

 

პარტნიორები