საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა

23 აპრილს 12:00-დან 19:00-მდე რიყის პარკში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო ქალაქ თბილისის მერია და ისნის რაიონის გამგეობა. 

12:00 საათზე რიყის პარკში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ, თბილისის მერიამ და ისნის რაიონის გამგეობამ. მოეწყო წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცამდე ქართველმა გამომცემელმა და გამავრცელებელმა ამ დღესთან დაკავშირებით წიგნები განსაკუთრებული ფასდაკლებით შესთავაზეს დამთვალიერებლებს. მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, ასევე, წარმოდგენილი იყო შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, დღის ბოლოს კი ღონისძიება საზეიმოდ დაასრულა ქ. თბილისის მერიის მუსიკალურმა ბენდმა.

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და უკვე 15 წელია "იუნესკოს" საერთო ქოლგის ქვეშ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში.
2003 წლიდან კი საქათველოს პრეზიდენტის განკარგულებით 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა. 



 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები