საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

შემოქმედებითი წერის საერთაშორისო ბანაკი ახალგაზრდა მწერლებისთვის

შემოქმედებითი წერის საერთაშორისო ბანაკი ახალგაზრდა მწერლებისთვის

სომხეთიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან

                                                    11-22 ნოემბერი, 2018 წელი

ლიტერატურული ფონდი „ARI“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სომხეთში,  ახალგაზრდა მწერლებს  სომხეთიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან, აძლევს შემოქმედებითი წერის გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროექტის პარტნიორია საქართველოდან.   

წერის საერთაშორისო ბანაკი - „დაწერე სომხეთში!“ ახალგაზრდა მწერლებს შეუქმნის შესაბამის გარემოს, რათა ათდღიანი, ინტენსიური პროგრამის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს, ისწავლონ ერთმანეთისგან და გაიცნონ ერთმანეთი. ბანაკის პროგრამა შეიქმნა აიოვას უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც დაფუძნებულია უნივერსიტეტის „სტრიქონებს შორის“ პროგრამის მოდელზე.

ბანაკს უხელმძღვანელებენ პროფესიონალები წერის საერთაშორისო პროგრამიდან (IWP). მათ კი პარტნიორობას გაუწევენ თითოეული მონაწილე ქვეყნის ცნობილი მწერლები, რომლებიც მენტორების ფუნქციას იკისრებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ბანაკის მენტორი მწერალი დათო ტურაშვილი იქნება.  

პროგრამა მოიცავს ლექციებს ლიტერატურასა და სხვა დარგებში, წერით სესიებს, როგორც ინგლისურ, ისე მშობლიურ ენაზე, ფოტო, ვიდეო და თეატრალური პერფორმანსების სესიებს, პიესების წერას, პოეზიას და სხვა. გუნდურ და საკომუნიკაციო სავარჯიშოებს, საჯარო კითხვებს, ჯგუფურ დისკუსიებს, კულტურულ ტურებსა და უამრავ სხვა გასართობ აქტივობას.

გაითვალისწინეთ:

პროექტის სამუშაო  ენა არის ინგლისური.

პროგრამა სრულად ფარავს მგზავრობის, დაბინავებისა და კვების ხარჯებს მთელი პროექტის განმავლობაში. პროგრამის მონაწიელეებმა, საჭიროების შემთხვევაში, თავად უნდა დაფარონ ვიზის ხარჯები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. ასაკი: 18-დან 24 წლამდე;
  2. სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
  3. სამომავლოდ სამწერლო საქმიანობის გაგრძელების ძლიერი სურვილი.

საჭირო დოკუმენტაცია

  1. შევსებული აპლიკაციის ფორმა (ინგლისურ ენაზე)
  2. მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
  3. რეზიუმე (ინგლისურ ენაზე)
  4. მხატვრული ტექსტის ნიმუში მშობლიურ ენაზე (მხატვრული ტექსტი - 250-500 სიტყვა, პოეზია - 25-50 სტრიქონი)
  5. მხატვრული ტექსტის ნიმუში ინგლისურ ენაზე (მხატვრული ტექსტი - 200 სიტყვა, პოეზია - 20 სტრიქონი)

აპლიკაციის წარმოდგენის დედლაინი 2018 წლის 30 სექტემბერი.

გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ელექტრონულ ფოსტაზე: info@gpba.ge და ელექტრონული წერილის საგანში მიუთითოთ: დაწერე სომხეთში.

აპლიკაციის ფორმა იხილეთ ბმულზე

  

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები