საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ვორქშოფი ამბის თხრობაში

ვორქშოფი ხორციელდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით. ვორქშოფში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოტოგრაფებს,  ილუსტრატორებს, გრაფიკულ დიზაინერებს და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს. ვორქშოფს გაუძღვებიან ფოტოგრაფი დინა ოგანოვა, მწერალი და დრამატურგი დათო გაბუნია და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენელი ჰენდრიკ ჰელიგე.  შერჩეულ მონაწილეებს ვორქშოფის დაწყებამდე გადაეგზავნებათ დავალება, რომელზეც ვორქშოფის დროს იმუშავებენ. 

ვორქშოფის ხანგრძლივობა სამი დღე: 17, 18, 19 დეკემბერი. 

მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბლის #13

გაეცანით დეტალურ ინფორმაციას და გამოგზავნეთ აპლიკაცია 

პარტნიორები