წლის წიგნის ქომაგი
წლის წიგნის ქომაგი 2019
ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებისა და დღემდე ჩატარებული 16 დაჯილდოებისთვის, 3500-მდე შეფასებული წიგნისა და 151 გაცემული ჯილდოსთვის.
პროექტისთვის #წერექართულად, რომელიც აერთიანებს ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში პოპულარიზაციის ინიციატივებს: შრიფტების შექმნის კონკურსს, ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულებას და მაიკროსოფტთან ერთდ შექმნილ პირველ ქართულენოვან პლატფორმას – kartulad.ge, რომლის მიზანია ქართული ენა დაინერგოს მაიკროსოფტის პროგრამებში.
ელექტრონული წიგნების სახლისთვის „საბა“, სადაც ამ დროისთვის განთავსებულია 5000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი, ჰყავს 174 000 რეგისტრირებული მკითხველი საქართველოსა თუ უცხოეთში.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტისთვის „ქალაქი ბიბლიოთეკა“, რომლის საშუალებითც მკითხველს შეუძლია გამოიყენოს მწერლების სახელობის ქუჩებსა და სკვერებში წარმოდგენილი უფასო ელექტრონული ბიბილიოთეკა, რამაც თავად ქალაქი აქცია საინტერესო მულტიმედიურ, ლიტერატურულ სივრცედ.
პროექტისთვის „იკითხე მთაში!“ რომლის ფარგლებში საქართველოს მთის კურორტებზე დამონტაჟდა უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდები, ათობით ელექტრონული წიგნით. ასევე, 2015 წელს უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა განთავსდა თბილისის მეტროშიც.
პროექტისთვის „შეხვედრის საბა-ბი“, რომლის ფარგლებში „საბას“ ლაურეატებმა წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს, მწერლები ადგილობრივ მკითხველებს შეხვდნენ, 15-მდე სოფლის სკოლას კი საჩუქრად სპეციალური სამკითხველო კუთხეები და „საბას“ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა გადაეცათ.
პროექტ „წერე ქართულად“-ის ახალი კამპანიისთვის, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს ფრაზები ქართული ლიტერატურიდან განთავსდა ქალაქის 100-მდე გაჩერებზე, თიბისი ბანკის ფილიალების ეკრანებზე და გარებანერებზე. იგივე ბრენდინგით დაიბეჭდა ასობით მაისური და სხვადასხვა ტიპის საიმიჯო მასალა, რომელიც საქართველოს მასშტაბით დაურიგდათ აზრის ლიდერებს.
და ბოლოს, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პროექტში აქტიური ჩართულობისთვის – პროექტის „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ მხარდაჭერისა და რაც მთავარია, ლიტერატურულ კონკურს „საბას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის ფრანკფურტში, უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის, რამაც ქართულ სალიტერატურო სივრცეს მისცა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა საერთაშორისო არენაზე თავის წარმოსაჩენად, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გადაწყვეტილებით „წიგნის ქომაგი 2019“-ის პრემია გადაეცა მამუკა ხაზარაძეს.
იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელი სრულიად გამორჩეული და, ფაქტობრივად, ისტორიული გახლდათ ქართული სალიტერატურო სფეროსთვის, ასოციაციამ „წიგნის ქომაგი 2019“-ის კიდევ ერთი სიმბოლური, სპეციალური ჯილდო გადასცა თანამედროვე ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს.
თანამედროვე ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს წიგნის ქომაგის ჯილდო გადაეცა 2018 წელს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში ქართული კულტურისა და ლიტერატურის განსაკუთრებული წარმოჩენისთვის. წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მწვავე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებში აქტიური მონაწილეობისა და უკომპრომისო პოზიციისთვის, ასევე ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ დარჩენილი ადამიანის თანადგომისა და მხარდაჭერისთვის როგორც მედიაში, სოციალურ ქსელსა და მანიფესტაციებზე, ისე პრესაში გამოქვეყნებულ თუ წიგნად გამოცემულ მხატვრულ ნაწარმოებებში. მცოცავი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამოთქმული არაერთი საპროტესტო მშვიდობიანი აქციისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმებზე