საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა! 

23 აპრილს 11:00-დან 19:00-მდე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიასა და შიდა ეზოში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცამდე ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი ამ დღესთან დაკავშირებით წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შემოგთავაზებთ. მთელი დღის განმავლობაში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შიდა ეზოში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, ახალი გამოცემების წარდგინებები და ზოგადად წიგნთან, განათლებასთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული აქტივობები. 

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და უკვე 16 წელია "იუნესკოს" საერთო ქოლგის ქვეშ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში.

2003 წლიდან კი საქათველოს პრეზიდენტის განკარგულებით 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა. 


გელოდებით 23 აპრილს, 11:00-დან 19:00-მდე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთად ვიზეიმოთ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე და ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია ქალაქ თბილისის მერია.

მსგავსი სიახლეები
პარტნიორები