საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ბლოგერების კონკურსი 2019

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად ცხადდება ბლოგერების კონკურსი!

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბლოგერს. ავტორი უნდა ეხმაურებოდეს 2018-2019 წლებში ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს. 

ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, საუკეთესო რეცენზიები კი შევა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში. 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ საუკეთესო სამი წერილის ავტორებისათვის დააწესა საგანგებო პრიზები – ვაუჩერები, რომლითაც გამარჯვებულები ფესტივალის ფარგლებში შეძლებენ წიგნების შეძენას.

  • I ადგილი – 150 ლარი

  • II ადგილი – 100 ლარი

  • III ადგილი – 50 ლარი

საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის ბლოგები, რომლებიც დაიწერა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერების კონკურსის ფარგლებში და გამოქვეყნდა 2019 წლის 6 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით.

  • რეცენზიის გამოქვეყნებისას, გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი მონიშვნები:

 GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2019

  • ასევე, საკონკურსო ტექსტს აუცილებლად უნდა ახლდეს შემდეგი წარწერა:

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალისთვის

 

რეცენზიების მიღების ბოლო ვადაა 17.05.2019

 

მონაწილეობისათვის ბლოგის ლინკი (რომელიც განთავსებული იქნება ავტორის ბლოგზე ან ფეისბუქ ნოუთის სახით) უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  info@gpba.ge

პარტნიორები