საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

„დემოკრატიული ფასეულობების დაცვა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა"

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, PEN ამერიკისა და საქართველოს პენცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო „რუმსში” ჩატარდა სიმზოპიუმი „დემოკრატიული ფასეულობების დაცვა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა“.
სიმპოზიუმი გახსნეს საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორმა ეკა გიგაურმა, PEN ამერიკის პრეზიდენტმა თომას მელიამ, საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტმა პაატა შამუგიამ, და შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა.

ღონისძიებაზე გამომსვლელებს შორის იყო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელტა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, მედიის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები და პუბლიცისტები.

პარტნიორები