საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ტყიბულის წიგნის ფესტივალი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და ააიპ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანება წარმოგიდგენთ ტყიბულის წიგნის პირველ ფესტივალს.

2 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ტყიბულის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ათზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი წიგნის ბაზრობის სტუმრებს წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შესთავაზებს.

  • ფესტივალის მონაწილეები:
  • გამომცემლობა „პალიტრა L“
  • სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“
  • გამომცემლობა „ინტელექტი“
  • გამომცემლობა „აზრი“
  • „ზოლიანი კატა“
  • „ბიზნესლიტერატურა“
  • გამომცემლობა „არტანუჯი“
  • „ინგლისურენოვანი წიგნები“
  • გამომცემლობა „წიგნი+ერი“
  • ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და „ლიტერატურული სააგენტო“
  • „საქწიგნი“

გამოფენა-გაყიდვის პარალელურად გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან.

შეიძინეთ წიგნები და დაესწარით საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებს.

 

პარტნიორები