საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

Follow the Journey of Georgian Characters - საქართველოს საგამომცემლო-ლიტერატურული პროგრამა ფრანკფურტში

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს მწერალთა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 16-20 ოქტომბერს საქართველო 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პროექტით „FOLLOW THE JOURNEY OF GEORGIAN CHARACTERS“ წარდგება, რომლის ფარგლებში ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამა.

აღმოაჩინეთ საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 3 ჰოლში:

საქართველოს ეროვნული სტენდი, ჰოლი 5.0, B100

გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი, Frankfurt Kids Foyer 5.1/6.1

გაატარე 4 სეზონი საქართველოში, ჰოლი 3.1, K126

საქართველოს ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამა საქართველოს ეროვნული სტენდის სცენაზე - „Georgian Characters“, ჰოლი 5.0, B100

საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნა და ბიზნეს საუზმე

16 ოქტომბერი, 09:00-10:00 

ჰოლი 5.0, B100

პროფესიული ღონისძიება ქართველი გამომცემლებისთვის, რომელთაც საშუალება მიეცემათ პროექტის ორგანიზატორების მიერ საგანგებოდ მოწვეული უცხოელი გამომცემლების წინაშე წარადგინონ ქართველი ავტორების წიგნები და შესთავაზონ სამომავლოდ მათ ენებზე სათარგმნად და გამოსაცემად. 

მონაწილე გამომცემლები:

1. გამომცემლობა „პალიტრა L“

2. სულაკაურის გამომცემლობა

3. გამომცემლობა „ინტელექტი“

4. გამომცემლობა „არტანუჯი“

5. ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო

1. ფოკუსი: ქართული პროზა

საქართველო - ლიტერატურული მოსაწვევი / პრეზენტაცია-დისკუსია

გამომცემლები: Verlag Klaus Wagenbach, გამომცემლობა ინტელექტი

სპიკერები: ივა ფეზუაშვილი, მანფრედ არიმან აინფელდნერი

მოდერატორი: გვანცა ჯობავა

18 ოქტომბერი, 12:00 – 12:45

ჰოლი 5.0, B100

ევროპა და საქართველო: სიყვარულის ნადიმზე დაბრუნება / პრეზენტაცია-დისკუსია

გამომცემლობა: Weidle Verlag

სპიკერი: ზურაბ ქარუმიძე

მოდერატორი: ბარბარა ლენერერი

18 ოქტომბერი, 13:00 – 13:45

ჰოლი 5.0, B100

ამ რომანში ყველა კვდება /დისკუსია

გამომცემლობები: Volland & Quist, სულაკაურის გამომცემლობა

სპიკერი: ბექა ადამაშვილი

მოდერატორი: სებასტიან ვოლტერი

18 ოქტომბერი, 15:15 – 16:00

ჰოლი 5.0, B100

2. ფოკუსი: ქართული პოეზია

„საქართველოს გული - 33 პოეტი საქართველოდან“/ პრეზენტაცია-დისკუსია

გამომცემლობა: Größenwahn Verlag

სპიკერები: გიორგი ლობჟანიძე, ზაზა ბიბილაშვილი

მოდერატორი: მანანა თანდაშვილი

16 ოქტომბერი, 12:00 – 12:45

ჰოლი 5.0, B100

3. ფოკუსი: ქართული კლასიკა

მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ და დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“/წიგნების პრეზენტაცია

გამომცემლობა: Arco Verlag

სპიკერი: ქრისტოფ ჰააკერი

მოდერატორი: ტილმან შპრეკელსენი,

17 ოქტომბერი, 15:45 – 16:15

ჰოლი 5.0, B100

4. ფოკუსი: ქართული დოკუმენტური პროზა

მერაბ მამარდაშვილის „ანტონინ არტოს მეტაფიზიკა“/წიგნის პრეზენტაცია

გამომცემლობა: Matthes & Seitz Berlin

სპიკერი: ზაალ ანდრონიკაშვილი

16 ოქტომბერი, 14:00 – 14:45

ჰოლი 5.0, B100

დავით ლორთქიფანიძის „33 ობიექტით მოყოლილი საქართველო“ /წიგნის პრეზენტაცია

გამომცემლობა: Mitteldeutscher Verlag

სპიკერი: დავით ლორთქიფანიძე

მოდერატორი: რომან პლისკე

18 ოქტომბერი, 14:00 – 14:45

ჰოლი 5.0, B100

5. ფოკუსი: ქართული საბავშვო ლიტერატურა და ილუსტრაციები

თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურის გამოწვევები. ქართველი ილუსტრატორებისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კოლაბორაცია/პრეზენტაცია-დისკუსია

სპიკერები: ჰენდრიკ ჰელიგე, ეკა ტაბლიაშვილი

მოდერატორი: გვანცა ჯობავა

17 ოქტომბერი, 16:15 – 16:45

ჰოლი 5.0, B100

6. ფოკუსი: ქართული არტი

„გაბრიაძე - საქართველოს პოეტური მხატვარი“ / წიგნის პრეზენტაცია

გამომცემლობა: Sieveking Verlag

სპიკერი: როზმარი ტიტცე

მოდერატორი: ზაალ ანდრონიკაშვილი

16 ოქტომბერი, 15:00 – 15:45

ჰოლი 5.0, B100

7. ფოკუსი: ქართული ლიტერატურა თარგმანებში

ქართული ლიტერატურა გერმანიაში, შეფასება და პერსპექტივები/დისკუსია

სპიკერი: ზაალ ანდრონიკაშვილი

მოდერატორი: ტილმან შპრეკელსენი

17 ოქტომბერი, 15:00 – 15:45

ჰოლი 5.0, B100

8. ფოკუსი: საგამომცემლო საქმე და პოლიტიკა

მწერლობა და ომის ზონები. ლიტერატურა იმპერიის დაცემის შემდგომ/დისკუსია

გამომცემლობები: Dagyeli Verlag, გამომცემლობა ინტელექტი

სპიკერები: მარიო პშერა, გვანცა ჯობავა

16 ოქტომბერი, 13:00 – 13:45

ჰოლი 5.0, B100

9. ფოკუსი: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-2019-ის საპატიო სტუმრები - საქართველო VS ნორვეგია

საპატიო სტუმარი საპატიო სტუმრის შესახებ /დისკუსია

გამომცემლობები: Cappelen Damm, სულაკაურის გამომცემლობა 

სპიკერები: არჩილ ქიქოძე, ბერნარ მორი

მოდერატორი: ზაალ ანდრონიკაშვილი

17 ოქტომბერი, 12:00 – 12:45

ჰოლი 5.0, B100

დაგნი იუელი ფრანკფურტში მობრძანდება /დისკუსია

გამომცემლობა: Weidle Verlag

სპიკერები: ზურაბ ქარუმიძე, ოლივერ მოისტადი

მოდერატორი: შტეფან ვაიდლე

19 ოქტომბერი, 12:30 – 13:15

ჰოლი 5.0, B100

10. ფოკუსი: აღმოაჩინე საქართველო

„გაატარე 4 სეზონი საქართველოში“ /დისკუსია

სპიკერები: მარი ჯობავა, მარიამ გუჯაბიძე

19 ოქტომბერი, 13:30 – 14:15

ჰოლი 5.0, B100

საზეიმო მიღება საქართველოს ეროვნულ სტენდზე, ჰოლი 5.0, B100

17 ოქტომბერი, 17:00-18:00

პროექტის “საქართველო - 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა” შეჯამება. გამასპინძლება ქართული ღვინითა და კერძებით. 

ქართველი პერსონაჟები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სხვა სივრცეებში

ქართული ხალხური ზღაპრის - ,,წიქარას“ მიხედვით  შექმნილი საბავშვო სურათებიანი წიგნი/პრეზენტაცია

გამომცემლობა:  სულაკაურის გამომცემლობა

სპიკერები: თათია ნადარეიშვილი, ეკა ტაბლიაშვილი

მოდერატორი: იმკე ბიურე

16 ოქტომბერი, 10:30 – 11:15

Frankfurt Kids Foyer, ჰოლი 5.1/6.1

წიგნის სფეროში მომუშავე პროფესიონალების შეხვედრა. გამოუცემელი წიგნების კონკურსის გამარჯვებულების წარდგენა/Happy Hour

ორგანიზატორი: dPICTUS

ქართველი მონაწილეები: თათია ნადარეიშვილი, ეკა ტაბლიაშვილი

16 ოქტომბერი, 17:00 -18:30

Frankfurt Kids Foyer, ჰოლი 5.1/6.1

შეხვედრა გამომცემლებთან. ფოკუსი: აღმოსავლეთ ევროპა/Happy Hour 

ორგანიზატორი: dPICTUS

ქართველი მონაწილეები: თათია ნადარეიშვილი, ეკა ტაბლიაშვილი

17 ოქტომბერი, 17:00 -18:30 

Frankfurt Kids Foyer, ჰოლი 5.1/6.1

ვორქშოფი ოჯახებისთვის. თემა: სურათებიანი წიგნი „წიქარა“

ორგანიზატორები: Frankfurt Kids, Mundo Azul

ვორქშოფს უძღვებიან: თათია ნადარეიშვილი, ეკა ტაბლიაშვილი

19 ოქტომბერი, 14:00 -15:00 

Frankfurt Kids Foyer, ჰოლი 5.1/6.1

ბლოგერები ხვდებიან ერთმანეთს /დისკუსია

გამომცემლობა: Volland & Quist

ქართველი მონაწილე: ბექა ადამაშვილი

19 ოქტომბერი, 12:30 – 13:30

ჰოლი 4.1, G23/25

EUPL/ევროპელი მწერლები ფრანკფურტის სცენაზე/დისკუსია

ორგანიზატორი: ევროპის ლიტერატურული პრიზი

სპიკერები: ბექა ადამაშვილი, ნიკოს ხრისოსი, ჰასკა შიიანი

18 ოქტომბერი, 14:00 – 15:00

ფრანკფურტის პავილიონი (აგორა)

მსგავსი სიახლეები
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები