სიახლეები
თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 27-29 დეკემბერს, უკვე ტრადიციულად, წიგნის მოყვარულებს იწვევს წიგნის საახალწლო ფესტივალზე!
მხოლოდ 3 დღით, ფესტივალის სტუმრებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდება. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს, მოაწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს.
გარდა ამისა, ასოციაცია ტრადიციულად იზრუნებს პატარა დამთვალიერებლებზე, რომელთაც ელოდებათ საბავშვო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით. ასე რომ, მობრძანდით მთელი ოჯახით! სანამ თქვენ თქვენთვის საინტერესო წიგნების შერჩევით იქნებით დაკავებული, თქვენს პატარებზე ჩვენ ვიზრუნებთ!
ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. აჩუქეთ ახალ წელს წიგნი მეგობარს! შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით!
წიგნის საახალწლო ფესტივალი 27-29 დეკმებერს გელით ყველას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში!
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.