საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ბლოგერების კონკურსი 2020

თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი აცხადებს ბლოგერების კონკურსს!

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბლოგერს. ავტორი უნდა ეხმაურებოდეს 2019-2020 წლებში ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს.

საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის ბლოგები, რომლებიც დაიწერა თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალის ბლოგერების კონკურსის ფარგლებში და გამოქვეყნდა 2020 წლის 9 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით.

საკონკურსო ტექსტს აუცილებლად უნდა ახლდეს შემდეგი წარწერა: დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალისთვის

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 24.05.2020

რეცენზიის გამოქვეყნებისას, გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი მონიშვნები: 

GPBA/საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 

Tbilisi Internationl Book Fair/თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, გამარჯვებული ბლოგი შევა თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში, ხოლო საუკეთესო რეცენზიები გამოქვეყნდება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებგვერდზე.

საუკეთესო სამი წერილის ავტორს თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალის მონაწილე გამომცემლობები საჩუქრად გადასცემენ წიგნებს.  

მონაწილეობისათვის ბლოგის ბმული (რომელიც განთავსებული იქნება ავტორის ბლოგზე ან ფეისბუქ ნოუთის სახით) უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@gpba.ge

გისურვებთ წარმატებებს!

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები