საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ქართველი გამომცემლების და მწერლების მიმართვა ბელარუს ხალხს

ქართველი მწერლები და გამომცემლები შეშფოთებას გამოვხატავთ მეზობელ ბელარუსში მიმდინარე რეპრესიების გამო. ლუკაშენკოს დიქტატორულმა რეჟიმმა გაუგონარი წნეხის ქვეშ მოაქცია მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთა შორის არიან ლიტერატორები,  მუსიკოსები, მხატვრები თუ დიზაინერები, რომელთა ნაწილს მშვიდობიან მიტინგზე დაესხნენ თავს „ომონის“ წარმომადგენლები, ნაწილს კი წინასწარი დაკავების იზოლატორებში სცემეს. არიან მოკლულებიც. ბელარუსის პენცენტრის ინფორმაციით, ადამიანებს არა მხოლოდ მიტინგებზე აკავებენ, არამედ პირდაპირ სახლებიდან გამოჰყავთ და მიჰყავთ გაურკვეველი მიმართულებით.

ქართველი მწერლები და გამომცემლები შეშფოთებულები და დათრგუნვილები ვართ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებით და უპირობო თანადგომას ვუცხადებთ მშვიდობიან მომიტინგეებს ანტიჰუმანურ რეჟიმთან ბრძოლაში. ჩვენ გვჯერა თქვენი; გვჯერა, რომ თქვენი ჰუმანური ძალისხმევა და თავისუფლების სიყვარული შედეგს გამოიღებს. თქვენი მამაცობა ჩვენთვის სამაგალითოა. გისურვებთ გამძლეობას!

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები