საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

პრემია "ნაკადულის" გრძელი სია ცნიბილია

საბავშვო ლიტერატურული პრემია “ნაკადულის” მონაწილეთა სია ცნობილია. კონკურსის ოთხ ნომინაციაში 42 წიგნია წარმოდგენილი. გრძელი სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

საბავშვო პრემია ნაკადული 2021 წელს დაარსდა საქართველოს წიგნი გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით.

პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

პრემია ოთხ ნომინაციაში გაიცემა, ასაკობრივი ზღვარი კი 8 წლამდეა განსაზღვრული:

  • წლის საუკეთესო პროზაული წიგნი
  • წლის საუკეთესო პოეტური წიგნი
  • წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
  • წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი

საკონკურსოდ განიხილება 2020 წელს გამოცემული ნაწარმოებები. განაცხადებს განიხილავს  საქართველოს წიგნი გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ შერჩეული 5 კაციანი ჟიური. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს ჯილდოს და 2500 ლარიან ფულად პრემიას.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები