საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

პრემია "ნაკადულის" გამარჯვებულები ცნობილია

საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია!

12 დეკემბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებული საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ:

წლის საუკეთესო პროზაული წიგნი: ტანტალა მეფის საშინაო თამაშები - ალექს ჩიღვინაძე, ანა ჯანელიძე (გამომცემლობა ზოლიანი კატა)

წლის საუკეთესო პოეტური წიგნი: გამოიცნონ პატარებმა - ნათია ჯანაშია ( გამომცემლობა პალიტრა L)

წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი: მგელი მითებსა და ზღაპრებში - გიორგი ჯინჭარაძე ( გამომცემლობა ზოლიანი კატა) ; ნაცარქექია - ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა არტანუჯი)

წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებით წიგნი: უჩვეულო კვირადღე - მარიამ წიკლაური (გამომცემლობა ბაკმი)

პრემია „ნაკადულის“ ჟიური შედგებოდა ხუთი წევრისგან: მაკა ლდოკონენი, ლელა კოტორაშვილი, სანდრო ასათიანი, პაატა პაპავა და სონია ელიაშვილი.

„ნაკადულის“ მოკლე სიაში ოთხ ნომინაციაზე წარდგენილი იყო 2020 წელს გამოცემული 13 წიგნი. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულმა პრიზი და 2500 ლარიან ფულადი პრემია მიიღო.

პრემია „ნაკადულის“ მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები