სიახლეები
უკრაინის მხარდამჭერი ილუსტრაციები საქართველოს ეროვნულ სტენდზე
ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე
"TODAY WE ARE ALL UKRAINIANS. THIS IS OUR WAR TOO."
ილუსტრატორი სონია ელიაშვილი
"February - time and the living gets harder.
Rockets falling and the death rates are high.
Oh, your home is smashed and your parents are fighting,
But, hush, little baby, they will win."
ილუსტრატორი თეონა ჭანიშვილი
"Georgia Stands With Ukraine."
ილუსტრატორი თეონა ჭანიშვილი
ღმერთო, არ ჩაგეძინოს!
მინიმა ომზე,
სხვა ლექსისთვის წასამძღვარებლად
ღმერთო,
ჩემი უკრაინელი მეგობრის - მწერლის -
ნატალია ტროჰიმის შვილი ომში წავიდა.
მას იარაღი არასოდეს სჭერია ხელში -
ნუ აქცევ მკვლელად.
ჩემი უკრაინელი მეგობარი ოლესია ჯურაევა -
მხატვარი -
ახლა მხოლოდ მშვიდობაზე ფიქრობს და
ბომბდამშენებისთვის ჩაკეტილ უკრაინის ცას ხატავს.
ჩემი ნათლული, მზესუმზირა გოგო ირინა ბონდარი,
ახლაც კიევშია.
ბავშვობის შემდეგ არ მინახავს -
დაასრულე ეს საზარელი ომი, ნუ მაჭმევ სირცხვილს.
ჩემი მეგობარი ქართველი გოგო, ჩემი სეხნია,
ხელისმოკიდედ რომ ვყავდი ქორწილში,
როცა უკრაინელ ბიჭს გაჰყვა ცოლად, ჟაპოროჟიეშია,
უნდა ვინახულო და ცოცხალი დამახვედრე.
ჩემი უკრაინელი ნათლია, ეკატერინა, კიევში, სევასტოპოლის ქუჩაზე ცხოვრობს.
დღესაც ხარობს მისი ბაღიდან წამოღებული ძახველის ბუჩქი ჩემს ეზოში.
სამზარეულოს უჯრა ცირცელებით მოხატულ მის ნაჩუქარ ხის კოვზს ინახავს.
ჩემი კურსელი, იურა, ოდესღაც სიყვარულში რომ გამომიტყდა.
იქვე ცხოვრობს და ახლა სხვა გოგო უყვარს.
უნდა ვესტუმრო, ჩემი შეყვარებული გავაცნო,
უკრაინულ ენაზე თარგმნილი ჩემი წიგნები ვაჩუქო და...
ღმერთი არ გაგიწყრეს,
არ ჩაგეძინოს!
ნატო ინგოროყვა