საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განახლებული გამგეობა

14 ივლისს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განახლებული გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა. გამგეობის სხდომაზე ასოციაციის თავმჯდომარედ თამარ ლებანიძე (გამომცემლობა "დიოგენე") აირჩიეს. გამგეობის გადაწყვეტილებით, ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილედ თინა ასათიანი (გამომცემლობა "პალიტრა L") დასახელდა.

როგორც უკვე იცით, ივნისში გამართულ საერთო კრებაზე გაიმართა ასოციაციის აღმასრულებელი გამგეობის არჩევნებიც, რის შედეგადაც გამგეობა ჩამოყალიბდა შემდეგი შემადგენლობით:

  1. გამომცემლობა „არტანუჯი”
  2. გამომცემლობა „ინტელექტი”
  3. გამომცემლობა „ბაკმი”
  4. გამომცემლობა „პალიტრა L”
  5. გამომცემლობა "საქწიგნი
  6. გამომცემლობა „დიოგენე”
  7. წიგნის მაღაზია "ბუქმარკი"
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები