სიახლეები
გამომცემლების შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან
21 ივლისს, საქართველოს პარლამენტში გამომცემლები და სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სახელმძღვანელოების შინაარსთან და ფორმასთან დაკავშირებული დეტალები. იმსჯელეს გამოწვევებზე და გრიფირების პროცესზე.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამვრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ლებანიძემ წამოაყენა ინიციატივა გამომცემელთა ასოციაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სამომავლო თანამშრომლობისა და შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების შესახებ.