საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

პრემია "ნაკადულის" მოკლე სია ცნობილია!

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებული საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ ნომინანტები ცნობილია!

თავდაპირველად, კონკურსის ოთხ ნომინაციაში 55 წიგნი იყო წარმოდგენილი, მოკლე სიაში კი 12 მათგანი მოხვდა. 

საუკეთესო პროზაული წიგნი

1. სახლი მწიფე გარგარის ქუჩაზე -თეა თოფურია (გამომცემლობა სეზანი);

2. რაკრაკ-რუკრუკა ამბები - ლელა ცუცქირიძე (ელფის გამომცემლობა);

3. ხვლიკი კოსტას ამბები - აკაკი დაუშვილი (გამომცემლობა მერიდიანი); 

საუკეთესო პოეტური წიგნი

1. დინოზავრებიდან კომპიუტერამდე - ვასო გულეური (გამომცემლობა სეზანი);

2. ბეღურების ბაღი - რობერტ მესხი (გამომცემლობა სამშობლო);

საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი

1. ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო - ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა არტანუჯი);

2. სიზმარა - ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა არტანუჯი);

3. ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა - ხატია ჩიტორელიძე (გამომცემლობა ინტელექტი);

4. მართიკოს ვაშლის ხე - ლიზა ფირცხალავა (გამომცემლობა პალიტრა L)

საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი

1. ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო - ინგა ანთიძე (გამომცემლობა არტანუჯი);

2. ზუზუნები და ღუტუნები - ირმა მალაციძე (გამომცემლობა არტანუჯი);

3. ჩემი სხეული - მაკა სესკურია (სულაკაურის გამომცემლობა);

ნომინაციების გამარჯვებულებს პროექტის ფარგლებში შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზი და 2500 ლარიანი პრემია.

18 დეკემბერს, წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.

პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ, ლეგენდარულ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები