სიახლეები
საბავშვო ლიტერატურული პრემია ნაკადულის გამარჯვებულები ცნობილია!
საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადულის" გამარჯვებულები ცნობილია!
წლის საუკეთესო პროზაული წიგნი
ხვლიკი კოსტას ამბები - აკაკი დაუშვილი, გამომცემლობა მერიდიანი
წლის საუკეთესო პოეტური წიგნი
ბეღურების ბაღი - რობერტ მესხი, გამომცემლობა სამშობლო
წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა - ხატია ჩიტორელიძე, გამომცემლობა ინტელექტი
წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებით წიგნი
მითიური გმირები და მათი სამყარო - ინგა ანთიძე, გამომცემლობა არტანუჯი
პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.
პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ, ლეგენდარულ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.