საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის მე–18 საერთაშორისო ფესტივალი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 26-29 მაისს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.

თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული იყო ღონისძიებების მრავალფეროვნებითა და მონაწილე საგამომცემლო სახლების, ავტორების, გამავრცელებლების, საელჩოების, უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების სიმრავლით.

ფესტივალზე დარეგისტრირდა 60-მდე მონაწილე. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, ლიტერატურული დაჯილდოვება,და გამოვლინდა წლის ბლოგერი, ადგილები ასე გადანაწილდა:

1 ადგილი - ელე მამაგეიშვილი

2 ადგილი - თამთა ჭრიკიშვილი

3 ადგილი - ნინო დოფიძე

თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალს ტრადიციულად ჰყავდა საპატიო სტუმარი. წელს საპატიო სტუმრის სტატუსით, დიმიტრი გლუხოვსკი წარსდგა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია იყო სტუმრის ვიზიტი და საჯარო დისკუსია.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალმა არ დაარღვია ტრადიცია და პატარა მკითხველებს, სპეციალური კუთხე მოუწყო, რომელიც ფესტივალის განმავლობაში დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობი, ინტელექტუალური საბავშო ღონისძიებებით.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და წლიდან წლამდე მის მიმართ საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა უფრო და უფრო მატულობს. ფესტივალი სტაბილურად განაგრძობს განვითარებასა და დამთვალიერებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები