საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

დაიწყო გამომფენების რეგისტრაცია თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის!

დაიწყო გამომფენების რეგისტრაცია თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის!

 

ფესტივალი 2023 წლის 25-28 მაისს გაიმართება საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 და მე-6 პავილიონებში. რეგისტრაცია გაგრძელდება 2023 წლის 5 აპრილის ჩათვლით.

 

დამთვალიერებლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სტუმრობას. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია!

 

ტრადიციულად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.

 

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.

 

თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნების პროგრამა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთი იქნება.

 

გარდა ამისა, ფესტივალი უმასპინძლებს პროექტს "მსახიობები ლიტერატურისთვის", რომლის ფარგლებში ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს.

 

ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია.


რეგისტრაციისთვის ეწვიეთ მოცემულ ბმულს - https://bit.ly/34VIOXU

რეგისტრაციის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე - finance@gpba.ge

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები