საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ლიტერატურული პრემია "ნაკადულის" გრძელი სია

საბავშვო ლიტერატურული პრემია “ნაკადულის” მონაწილეთა სია ცნობილია. კონკურსის ოთხ ნომინაციაში 41 წიგნია წარმოდგენილი. გრძელი სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს - https://bit.ly/40mMw5h

 

პრემია ოთხ ნომინაციაში გაიცემა, ასაკობრივი ზღვარი კი 8 წლამდეა განსაზღვრული:

წლის საუკეთესო პროზაული წიგნი

წლის საუკეთესო პოეტური წიგნი

წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი

წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი

 

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს ჯილდოს და 2500 ლარიან ფულად პრემიას.

 

პრემია „ნაკადული“, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, 2021 წელს დაარსდა.

 

პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები