საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

წლის წიგნის ქომაგი

წლის წიგნის ქომაგი 2017

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო სერიალში, საუკეთესო საეთერო დროს, მთელი სეზონის მანძილზე წიგნის სრულიად შეგნებული და წინასწარგამიზნული უსასყიდლო რეკლამისთვის.

იმისთვის, რომ სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, თინეიჯერი გოგონას მთავარი მახასიათებელია წიგნის კითხვის სიყვარული, იმისთვის, რომ მას ქართველ თინეიჯერებში უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდა.

იმისთვის, რომ სერიალში, მისი სცენარიდან გამომდინარე, ფართოდ ხდებოდა მწერლებისა და საგამომცემლო საქმიანობის პოპულარიზაცია, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, წიგნის ქომაგი 2017-ის პრემია გადაეცა "ფორმულა კრეატივს" სერიალისთვის "ხელოვნური სუნთქვა" და სცენარისტებს, ქეთი დევდარიანსა და დათო გაბუნიას.

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები