საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

შემოქმედებითი წერის საერთაშორისო ბანაკი ახალგაზრდა მწერლებისთვის

შემოქმედებითი წერის საერთაშორისო ბანაკი ახალგაზრდა მწერლებისთვის

სომხეთიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან

                                                    11-22 ნოემბერი, 2018 წელი

ლიტერატურულმა ფონდმა „ARI“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სომხეთში,  ახალგაზრდა მწერლებს  სომხეთიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან, მისცა შემოქმედებითი წერის გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროექტის პარტნიორი იყო საქართველოდან.   

წერის საერთაშორისო ბანაკმა - „დაწერე სომხეთში!“ ახალგაზრდა მწერლებს შეუქმნა შესაბამისი გარემო, რათა ათდღიანი, ინტენსიური პროგრამის ფარგლებში შეხვედროდნენ ერთმანეთს, ესწავლათ ერთმანეთისგან და გაეცნოთ ერთმანეთი. ბანაკის პროგრამა შეიქმნა აიოვას უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც დაფუძნებულია უნივერსიტეტის „სტრიქონებს შორის“ პროგრამის მოდელზე.

ბანაკს უხელმძღვანელეს პროფესიონალებმა წერის საერთაშორისო პროგრამიდან (IWP). მათ კი პარტნიორობას უწევდნენ თითოეული მონაწილე ქვეყნის ცნობილი მწერლები, რომლებმაც მენტორების ფუნქცია იკისრეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ბანაკის მენტორი მწერალი დათო ტურაშვილი გახლდათ.  

პროექტის ფარგლებში „წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ“ ქართველი მონაწილეების შესარჩევად გამოაცხადა შესარჩევი კონკურსი. გამოვლენილი კონკურსანტები კი ბანაკში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში გაემგზავრნენ. გამარჯვებული კონკურსანტები გახდნენ გვანცა გუბელაძე, მართა ურუშაძე, ნანა აბულაძე და ანა დარსაველიძე

პროგრამა მოიცავდა ლექციებს ლიტერატურასა და სხვა დარგებში, წერით სესიებს, როგორც ინგლისურ, ისე მშობლიურ ენაზე, ფოტო, ვიდეო და თეატრალური პერფორმანსების სესიებს, პიესების წერას, პოეზიას და სხვა. გუნდურ და საკომუნიკაციო სავარჯიშოებს, საჯარო კითხვებს, ჯგუფურ დისკუსიებს, კულტურულ ტურებსა და უამრავ სხვა გასართობ აქტივობას.

  

პარტნიორები