საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

კონკურსი 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ქვეყნებისთვის

 

წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაცია, ევროპის მწერალთა საბჭო და ევროპელ გამომცემელთა ფედერაცია ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს მწერლებისთვისრომლებსაც ერთი ან რამდენიმე წიგნი უკვე აქვთ გამოქვეყნებული, მაგრამ სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველის ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან (emerging authors). 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად “შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებისთვის.

2019 წელს პრიზის მოსაპოვებლად შერჩეულ იქნა 14 ქვეყანა: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველოს, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. საქართველო და უკრაინა წელს პირველად მონაწილეობენ ამ კონკურსში, მიუხედავად იმისა, რომ პრემია მეთერთმეტედ გაიცემა.

კონკურსში მონაწილე თითოეულ ქვეყანაში  შეიქმნა სპეციალური ჟიური, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს. საქართველოში შერჩეულ იქნა 5 კაციანი ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ნატალია ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი, მედეა მეტრეველი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თინათინ ბერიაშვილი, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი, პაატა შამუგია, პოეტი და მთარგმნელი, საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტი, დათო ბარბაქაძე, მწერალი და მთარგმნელი.

წიგნისა და ავტორის საკონკურსოდ წარდგენა შესაძლებელია გამომცემლობის მიერ. თითოეულ გამომცემელს  შეუძლია არაუმეტეს 5  მხატვრული (არა საბავშვო ან დოკუმენტური) წიგნის წარდგენა. ჟიურის წევრებს ასევე აქვთ საკონკურსო კანდიდატების წარდგენის უფლება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ გამომცემლობებს, გთხოვთ  საკონკურსოდ განსახილველი წიგნები (2-2 ეგზემპლიარი) და განცხადება მწერალთა სახლის დირექტორის, ნატალია ლომოურის სახელზე წარადგინოთ არაუგვიანეს 2019 წლის 22 თებერვლისა.  საკონკურსო მასალები მიიღება მწერალთა სახლში (მისამართი: ივ. მაჩაბლის ქ. 13). ნებისმიერი კითხვის შემთხვებაში, გთხოვთ მიმართოთ ქალბატონ ნატალია ლომოურს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nlomouri@writershouse.ge 

2019 წლის 28 მარტს ჟიური გამოაქვეყნებს მოკლე სიას (მაქს. 5 წიგნს).15 აპრილს გამოვლინდება გამარჯვებული. 2019 წლის სექტემბრის ბოლოს კი ბრიუსელში ჩატარდება გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. 

გამარჯვებული გამოვლინდება თოთხმეტივე ქვეყანაში და მიიღებს ფულად ჯილდოს 5 000 ევროს ოდენობით. გამარჯვებული ავტორების ტექსტები გამოიცემა ინგლისურად და ფრანგულად და გამოქვეყნდება ერთ კრებულად.

გამარჯვებული წიგნისა და ავტორის შერჩევის კრიტერიუმები:

  • გამარჯვებული უნდა იყოს წარმდგენი ქვეყნის მოქალაქე:
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ავტორებს, რომლებსაც უკვე გამოქვეყნებული აქვთ რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები.   პრემიის მთავარი მიზანია ნიჭიერი ავტორების გამოვლენა, რომლებიც ქმნიან განსაკუთრებული ღირებულების და ხარისხის ტექსტებს; მათთვის ხშირად უფრო რთულია კრიტიკოსთა და მკითხველთა ყურადღების მიქცევა, ვიდრე უკვე ცნობილი ავტორებისთვის; პრემიას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.
  • კონკურსში მონაწილე ავტორს  გამოცემული უნდა ჰქონდეს 2 დან 4 წიგნამდე (საკონკურსო წიგნის ჩათვლით); წარდგენილი წიგნი შეიძლება ასევე იყოს ერთ წიგნად გამოცემული მოთხრობების კრებული;
  • კონკურსში მონაწილე  ავტორის ნაწარმოებები თარგმნილი უნდა იყოს მაქსიმუმ   4 ენაზე.
  • საკონკურსო წიგნი უნდა წარმოადგენდეს ავტორის ბოლო ნაწარმოებს და ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი უნდა იყოს წიგნის მაღაზიებში.
  • საკონკურსო წიგნი გამოცემული უნდა იყოს 2018 წლის 25 მარტის შემდეგ.

სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე :

http://www.euprizeliterature.eu/what-eupl

https://ec.europa.eu/programmes/creative-europe/actions/literature-prize_en

 

 

პარტნიორები