საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

წლის ბესტსელერები

ბესტსელერი 2018

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე ტრადიციულად გამოავლინა და დააჯილდოვა ბესტსელერები 4 ნომინაციაში და ასევე წიგნის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ჟურნალისტი მარიამ ჯანელიძე, პოეტი ნიკა ლაშხია და სპეციალური პრიზი ქართული ლიტერატურის და საგამომცემლო საქმის დახმარებისთვის მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენელმა - ჰენრი ჰელიგემ.

1. 2018 წლის ბესტსელერი Nonfiction წიგნი გახდა - როინ მეტრეველის „თამარ მეფე“.

2. ბესტსელერი საბავშვო წიგნი 2018 - ლევ ტოლსტოის საუკეთესო მოთხრობები, გამომცემლობა „პალიტრა L“, მთარგმნელი თამრი ფხაკაძე.

3. ბესტელერი ქართულად თარგმნილი წიგნი 2018 - ჟოზე სარამაგუს „კაენი“, „ბაკურ სუაკაურის გამომცემლობა“, მთარგმნელი მიხეილ ანთაძე.

4. ბესტელერი ქართველი ავტორი - თემურ ბაბლუანი წიგნისთვის „მზე, მთვარე და პურის ყანა“ გახდა.

5.  წიგნის პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა ჟურნალისტი მარიამ ჯანელიძე, პოეტი ნიკა ლაშხია და სპეციალური პრიზი ქართული ლიტერატურის და საგამომცემლო საქმის დახმარებისთვის მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენელმა - ჰენრიკ ჰელიგემ.

 

 

 

ფოტო გალერეა
პარტნიორები